ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
არის საერთაშორისო ხელშეკრულება,
რომელიც შეიქმნა ევროპის საბჭოში და
ხელმოსაწერად გაიხსნა 1950 წელს რომში.
2010 წლის 1 ივნისს მას დაემატა ოქმი
No. 14, რომლის მიზანიცაა სასამართლოს
გრძელვადიანი ეფექტიანობის უზრუნველყოფა,
განაცხადთა გადარჩევისა და განხილვის
პროცესის გაუმჯობესებით.
კონვენციის ოქმი No. 16 ნებას რთავს
ხელშემკვრელი სახელმწიფოს უმაღლეს
სასამართლოებსა და ტრიბუნალებს, რომ
სასამართლოს მიმართონ საკონსულტაციო
დასკვნებისთვის იმ პრინციპულ საკითხებზე,
რომლებიც შეეხება კონვენციაში განსაზღვრული
უფლებებისა თუ თავისუფლებების
განმარტებასა და გამოყენებას. ოქმი No. 16
ძალაში შევიდა 2018 წლის 1 აგვისტოს
იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებშიც
ხელმოწერილი და რატიფიცირებულია.