1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია პირველი აქტია, რომელიც სავალდებულო ძალას სძენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ უფლებებს. იგი ადგენს აბსოლუტურ უფლებებს, რომელთა შეზღუდვის უფლებაც სახელმწიფოებს არ აქვთ. ეს უფლებებია, მაგალითად, სიცოცხლის უფლება და წამების აკრძალვა. კონვენცია ასევე ითვალისწინებს გარკვეულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთა შეზღუდვაც დაშვებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგალითად, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება და პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.
დამატებითი ოქმების მიღებით, თავდაპირველ ტექსტს დაემატა მრავალი უფლება, კერძოდ, სიკვდილით დასჯის აკრძალვა, საკუთრების დაცვა, თავისუფალი არჩევნების უფლება და გადაადგილების თავისუფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სასამართლო პრაქტიკა
კონვენციის გავლენა
კონვენცია, თანამედროვე აქტი
კონვენციით შექმნილი სისტემის რეფორმები
დანართი 1 : მოკლედ კონვენციის შესახებ
დანართი 2: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, რომში, 1950 წლის 4 ნოემბერს
დანართი 3: მნიშვნელოვანი თარიღები
დანართი 4: კონვენციის ოქმები
დანართი 5: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმოწერებისა და რატიფიკაციების ცხრილი (ხელშეკრულება N 005)